„ფროსინონეს“ მწვრთნელი - კვერნაძეს პროგრესი ეტყობა და ნაკრებიდანაც შესანიშნავ ფორმაში დაბრუნდა #1TVSPORT
„ფროსინონეს“ მწვრთნელი - კვერნაძეს პროგრესი ეტყობა და ნაკრებიდანაც შესანიშნავ ფორმაში დაბრუნდა #1TVSPORT

სერია A-ს მეხუთე ტურში „სალერნიტანასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, „ფროსინონეს“ მთავარ მწვრთნელს, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გიორგი კვერნაძის შესახებ ჰკითხეს.

იტალიის ჩემპიონატის დებიუტანტს, 19 წლის ქართველ თავდამსხმელს „ნაპოლისთან“ მეორე ტურის მატჩის შემდეგ აღარ უთამაშია. სულ კი ახალ სეზონში კვერნაძემ მოედანზე მხოლოდ 25 წუთი გაატარა.

„აშკარაა, რომ კვერნაძე პროგრესირებს, მაგრამ ეს ისეთია საკითხია, სიჩქარე რომ არ უხდება. მომდევნო შეხვედრებში თავის წარმოჩენის შესაძლებლობა კიდევ ბევრჯერ ექნება. მოედანზე უკვე ნახეთ და მის მიმართ ინტერესსაც მცირედით მაინც დაიკმაყოფილებდით.

ბოლო შეხვედრებში შანსი არ მიეცა, თუმცა იტალიის თასის ორი შეხვედრა ჩაატარა. ის ნამდვილად ტალანტია, მაგრამ, ყველანაირი თვალსაზრისით, კიდევ უნდა გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ წინსვლა აშკარად დაეტყო.

გიორგი ორი კვირის წინ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრა და ორი მატჩი ჩაატარა. მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებიდან შესანიშნავ ფორმაში დაბრუნდა – ვგულისხმობ როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას“, – განაცხადა ეუსებიო დი ფრანჩესკომ.