„ფროსინონეს“ მწვრთნელი - კვერნაძეს აუცილებლად განვავითარებთ, მას ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება #1TVSPORT
„ფროსინონეს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ პირველი პრესკონფერენცია გამართა და გუნდთან დაკავშირებით ისაუბრა, ბოლოს კი ქართველი ახალწვეული გიორგი კვერნაძე ახსენა.
„მადლობა პრეზიდენტს და დირექტორს ნდობისთვის. ერთად დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია. პირველი, რაც ბიჭებს ვუთხარი, იქონიონ მოედანზე გამბედაობა და დავიბრუნოთ ღიმილი. ეს არჩევანი იმიტომ გავაკეთე, რომ მჯერა, „ფროსინონეში“ თავიდან აღმოვაჩენ იმას, რაც ზოგჯერ ფეხბურთში დაკარგულია – ეს ადამიანური ღირებულებებია.
მე ყოველთვის მომწონდა სამი თავდამსხმელით თამაში და „ფროსინონეშიც“ 4-3-3 სათამაშო სქემას გამოვიყენებ. ჩვენ უნდა შევძინოთ გუნდს სახე და ამაზე ბევრს ვიმუშავებთ. შემდეგ ჩვენ ვეცდებით ჩემპიონთა ლიგის მოგებას.
რაც შეეხება კვერნაძეს – როდესაც უცხოეთიდან ჩამოდიხარ, ყოველთვის ცოტა მეტი დრო გჭირდება ადაპტაციიისთვის. შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია მოთამაშის თვისებებზე. მე კვერნაძის ახლოს გაცნობა ვერ მოვახერხე, რადგან ჯერ საწვრთნელი პროცესიც არ დაგვიწყია. აქედან გამომდინარე, ჯერ ზუსტად მის თავისებურებებს და უნარებს კარგად არ ვიცნობ. ვარჯიშის დაწყების შემდეგ ამას შევძლებ. ერთი შემიძლია გითხრათ – ჩვენს მას აუცილებლად განვავითარებთ, დასამკვიდრებლად კი დრო დასჭირდება“, – ამბობს „ფროსინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა.