„ფროსინონეს“ მწვრთნელი - გიორგი კვერნაძის კარგი თამაშით ბედნიერი ვარ #1TVSPORT
იტალიური „ფროსინონეს“ მწვრთნელმა, ვინჩენცო ვივარინიმ „ბარისთან“ შეხვედრაში გატანილი გოლის შემდეგ გიორგი კვერნაძე შეაქო და განაცხადა, რომ ახალი სეზონის წინ მისი იმედი აქვს.
„ბედნიერი ვარ კვერნაძისა და სხვა ფეხბურთელების კარგი თამაშით. იმედი მაქვს, ახალ სეზონში „ფროსინონე“ თავის შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენს ახალ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. თუ შემადგენლობის რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერებასაც მოვახერხებთ, სასიამოვნო სეზონი გველის, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ძლიერ კონკურენტებთან მოგვიწევს“, – ამბობს „ფროსინონეს“ მწვრთნელი.
„ფროსინონე“ „ბარისთან“ ამხანაგურ შეხვედრაში 3:4 დამარცხდა. მატჩში გოლის გატანა ქართველმა თავდამსხმელმა ეფექტურ სტილში მოახერხა. აღსანიშნავია, რომ კვერნაძემ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორე თამაში დაიწყო. პირველ შემთხვევაში ბერძნულ „ვოლოსთან“ მან საგოლე გადაცემა შეასრულა.