„ფროსინონემ“ „ვოლოსი“ დაამარცხა - გიორგი კვერნაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი კვერნაძის „ფროსინონემ“ ამხანაგური მატჩი გამართა „ვოლოსთან“ და ბერძნული კლუბი 3:0 დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა თავდამსხმელმაც შეიტანა.
ეს მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე სერია B-ში დაქვეითებული „ფროსინონეს“ მეორე ამხანაგური მატჩი იყო – პირველ მატჩში გუნდმა დაბალი ლიგის იტალიური „მოდრაგონე“ 6:0 დაამარცხა.
„ფროსინონემ“ ეს მატჩიც დამაჯერებლად ჩაატარა, კვერნაძე ძირითად შემადგენლობაშიც იყო. მან 34-ე წუთზე მოედნის ცენტრში გადაცემა ჩაჭრა, შეუტია და ბურთი კარის წინ ალბანელ თავდამსხმელს, მარვინ კუნის გადააწოდა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.
კვერნაძის გუნდმა ანგარიში მეორე ტაიმში გაზარდა – თამაშის განახლებიდან ზუსტად ერთ წუთში „ვოლოსის“ კარი ლუკა გარიტანომ აიღო, ხოლო 69-ე წუთზე ბერძნების მოთამაშემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
სეზონის გახსნამდე „ფროსინონე“ კიდევ სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 24 ივლისს „ბარის“ შეხვდება, 31 ივლისს – „პოტენცას“, ხოლო 3 აგვისტოს – „ლაციოს“ დაუპირისპირდება.
„ფროსინონე“ ახალ სეზონს 12 აგვისტოს „პიზასთან“ სათასო მატჩით გახსნის, სერია B-ში პირველ მატჩს კი 18 აგვისტოს „სამპდორიასთან“ ჩაატარებს.