„ფროსინონემ“ „კოლხეთიდან“ კვერნაძის ტრანსფერი გამოისყიდა #1TVSPORT
„ფროსინონემ“ „კოლხეთიდან“ კვერნაძის ტრანსფერი გამოისყიდა #1TVSPORT

„ფროზინონემ“ ფოთის „კოლხეთიდან“ გიორგი კვერნაძის ტრანსფერი გამოისყიდა – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„„ფროზინონემ ისარგებლა ოფციონის უფლებით და ფოთის „კოლხეთიდან“ გიორგი კვერნაძის ტრანსფერი გამოისყიდა – 2003 წელს დაბადებული თავდამსხმელი ჩვენს კლუბში 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება“, – წერს იტალიური კლუბის პრესსამსახური.

იტალიურ მედიაში ტრანსფერის ღირებულებაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კოლხეთი“ ამ გარიგებიდან სამ მილიონ ევროს მიიღებს, რასაც გამოცემა Calciofrosinone კატეგორიულად უარყოფს.

„კვერნაძის გამოსასყიდ თანხად დასახელებული სამი მილიონი ევრო სიმართლეს არ შეესაბამება. CalcioFrosinone.it-ის ინფორმაციით, ტრანსფერის სანაცვლოდ ქართული კლუბი დაახლოებით 500 ათას ევროს მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში კვერნაძემ „ფროზინონეში“ მხოლოდ რვა თამაში ჩაატარა (ხუთი სერია A-ში და სამი იტალიის თასზე), მარცხენა ფლანგის თავდამსხმელი კლუბმა მაინც გამოსყიდა და მომდევნო ოთხი წელი მისი საკუთრება იქნება“, – წერს იტალიური გამოცემა.