ფრიდონ აბულაძემ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ფრიდონ აბულაძემ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს ფინალურ ბლოკში ქართველმა მოჭიდავემ ფრიდონ აბულაძემ (60კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ახალგაზრდა ქართველმა უზბეკი მუჰამადკოდირ იუსუფოვი დაამარცხა.

 

ასევე ბრინჯაოსთვის იჭიდავა ჯონი ხეცურიანმაც (67კგ), მაგრამ სამწუხაროდ, რუს მოჭიდავესთან მიახდი იაკხიავთან დამარცხდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე წუთში აივენგო რიკაძე (82კგ) შვეიცარიელ რამონ რაინერ ბეჩარტთან ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ დღემდე მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს მედალი იყო, რომელიც გუშინ ლერი აბულაძემ მოიპოვა.