ფრენსის ნგანუ - კორმიესთან ბრძოლა ჩემთვის უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე სტიპესთან რემატჩი
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტი დანა ვაიტი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ სტიპე მიოჩიჩი ან დენიელ კორმიე ნებისმიერი მიზეზით სატიტულო ბრძოლაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ასეთ მებრძოლს ფრენსის ნგანუ ჩაანაცვლებს.
მიოჩიჩისა და კორმიეს რიგით მესამე ბრძოლა 15 აგვისტოს არის ჩანიშნული. პირველი დაპირისპირება 2018 წელს „დი სის“ გამარჯვებით დასრულდა. 2019 წელს კი სტიპემ რემატჩი მოიგო და ტიტული დაიბრუნა.
ფრენსის ნგანუმ BJPENN-თან ინტერვიუს დროს სატიტულო ბრძოლაზე და მის სავარაუდო მეტოქეებზე ისაუბრა.
„სიმართლე რომ გითხრათ დარწმუნებული ვარ, სტიპესთან რემატჩს აუცილებლად მოვიგებ. ვფიქრობ კორმიესთან უფრო გამიჭირდება. სტიპესთან ბრძოლის გამოცდილება უკვე გამაჩნია. მე ეს გამოვიარე და როგორც დაინახეთ მიოჩიჩმა ბრძოლის ნაადრევად დასრულება ვერ შეძლო. ეს რომ დი სი ყოფილიყო აუცილებლად დამაფინიშებდა. ჩემი გამძლეობა ამოწურული იყო და ვერაფერს ვაკეთებდი. მიუხედავად ამისა სტიპე სერიოზულ ზიანს ვერ მაყენებდა. იმ შემთხვევაში თუ კიდევ ვიბრძოლებთ გაცილებით გამოცდილი და მომზადებული ვიქნები. პირველ ბრძლაში დაშვებულ შეცდომებს აღარ გავიმეორებ“.
ფრენსის ნგანუმ (15-3) ბოლო ბრძოლა სულ ცოტა ხნის წინ გამართა და ჯაირზინიო როზენსტრუიკი 20 წამში შთამბეჭდავი ნოკაუტით დაამარცხა.