აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) ყოფილი ჩემპიონი ფრენკი ედგარი აცხადებს, რომ მას მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელ ალჯამეინ სტერლინგთან დაპირისპირება სურს. ედგარი ქვემსუბუქ წონაში (bantamweight) პირველად იასპარეზებს.
ედგარის დებიუტი ახალ წონით კატეგორიაში იანვარში უნდა კორი სანდჰაგენთან უნდა შემდგარიყო, თუმცა საბოლოოდ, ეს დაპირისპირება არ შედგა და ედგარმა სხვა წონით დივიზიონში (featherweight) გამართა ბრძოლა ჩან სუნგ ჯუნგთან (კორეელი ზომბი) და ნოკაუტით დამარცხდა.
„ემ ემ ეი ჯანქი“-სთვის (MMAjunkie) მიცემულ ინტერვიუში ედგარმა აღნიშნა, რომ მას მომდევნო მეტოქედ სტერლინგი სურს.
„ალჯამეინი აცხადებს, რომ მასთან ბრძოლა არავის სურს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბრძოლა 2019 წლის ნოემბერში იგეგმებოდა, თუმცა მან ტრავმა მიიღო და ბრძოლა ვერ შეძლო. მე ეს მესმის. ახლა კი ის მწყობრშია და ვფიქრობ ჩვენ შეგვიძლია ივნისში ვიბრძოლოთ. მე არ ვიცი რა შედის მის გეგმებში, თუმცა მე ამის დიდი სურვილი მაქვს,“ – აღნიშნა ედგარმა.