ფრენკი დე იონგს „ბარსელონას“ დატოვება სურს #1TVSPORT
ფრენკი დე იონგს „ბარსელონას“ დატოვება სურს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი იმედგაცრუებულია კატალონიურ კლუბში არსებული მდგომარეობით და გუნდის შეცვლას გეგმავს, – იუწყება Sport.es-ი.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, „ბარსელონადან“ წასვლის შემთხვევაში ნიდერლანდელი ფეხბურთელი მხოლოდ იმ გუნდში გადავა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.

„ტრანსფერმარკტი“ ფრენკი დე იონგს 80 მილიონ ევროდ აფასებს, „ბარსელონასთან“ დადებული კონტრაქტის ვადა კი 2026 წელს იწურება.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კატალონიელებმა 50 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან.