ფრენკი დე იონგის ხელფასის დიდ ნაწილს ბარსელონაში კომპანია ნაიკი გადაიხდის
სპორტული პროდუქციის მწარმოებელმა ფირმა ნაიკმა (Nike) ფრენკი დე იონგის ბარსელონაში გადასვლის საქმეში გადამწყვეტი როლი ითამაშა, იტყობინება ი-ეს-პი-ენი (ESPN). ლეგენდარული კომპანია როგორც ბარსელონასი, ასევე ნაიკის სპონსორია და, როგორც ირკვევა, კატალონიურ გრანდში ჰოლანდიელის ხელფასის დიდ ნაწილს გადაიხდის.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელსა და გუნდს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და აიაქსის ნახევარმცველი ბარსელონაში მიმდინარე წლის ზაფხულში გადავა.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ მარკეტინგული მიზნებისთვის, ნაიკმა სთხოვა დე იონგს, მაისურზე გვარის ნაცვლად სახელი დაიწეროს, რაზეც ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ იდეა მისთვის არც თუ მიმზიდველია.
ნაიკსა და ბარსელონას შორის ახლო ურთიერთობა 1998 წელს დაიწყო, 2016 წელს კი მათ კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივეს. შეთანხმების მიხედვით, კლუბი წელიწადში 105 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით 160 მილიონი დაემატება, თუ გარკვეული პირობები იქნა შესრულებული.