ფრენკი დე იონგი ერთწლიანი პაუზის შემდეგ ნიდერლანდების ნაკრებში დაბრუნდა #1TVSPORT
ფრენკი დე იონგი ერთწლიანი პაუზის შემდეგ ნიდერლანდების ნაკრებში დაბრუნდა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ნიდერლანდების ნაკრებში გამოიძახეს ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის. მან წელიწადზე მეტი გამოტოვა ეროვნულ გუნდში ტრავმის გამო.

მომავალ მატჩებში რონალდ კუმანის გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება – ნათან აკე, ჩავი სიმონსი, იერდი სხაუტენი, ჯოი ვერმანი, ლუტსხარელ გერტრუიდა და მიკი ვან დე ვენი.

მეკარეები – ბარტ ვერბრუგენი (ბრაიტონი, ინგლისი), მარკ ფლეკენი (ბრენტფორდი, ინგლისი), ნიკ ოლი (სპარტა);

მცველები – ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ინგლისი), დენზელ დუმფრიზი (ინტერი, იტალია), ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი, გერმანია), იორელ ჰატო (აიაქსი, ნიდერლანდები), იან პოლ ვან ჰეკე (ბრაიტონი, ინგლისი), მატეის დე ლიგტი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), დევინ რენსხი (აიაქსი), იურიენ ტიმბერი (არსენალი, ინგლისი), სტეფან დე ვრი (ინტერი, იტალია);

ნახევარმცველები – რაიან გრავენბერხი (ლივერპული, ინგლისი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა, ესპანეთი), ტეუნ კოოპმაინერსი (იუვენტუსი, იტალია), ტიჯანი რეინდერსი (მილანი, იტალია), კუინტენ ტიმბერი (ფეიენოორდი), მატს ვიფერი (ბრაიტონი, ინგლისი);

ფორვარდები – ბრაიან ბობი (აიაქსი), კოდი გაკპო (ლივერპული, ინგლისი), ჯასტინ კლუივერტი (ბორნმუთი, ინგლისი), ნოა ლანგი (ეინდჰოვენი), დონიელ მალენი (დორტმუნდი, გერმანია), ვოუტ ვეგჰორსტი (აიაქსი), ჯოშუა ზირკზე (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი).

ნიდერლანდების ნაკრები 16 ნოემბერს მიიღებს უნგრეთს, 19 ნოემბერს კი ბოსნიას ესტუმრება.