ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი არ დატოვებს ამ ზაფხულს „ბარსელონას“.
როგორც Sky Sport Deutschland-ი წერს, კატალონელთა ახალი მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი ახალ სეზონში ნახევარმცველზე აქცენტის გაკეთებას აპირებს.
დე იონგი დარჩება „ბარსელონაში“ იმის მიუხედავად, რომ მისი წასვლა დაეხმარებოდა კლუბს სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვაში. ნიდერლანდელის მიმართ ინტერესს გამოთქვამდა „მანჩესტერ იუნაიტედი“, მაგრამ ამ მომენტისთვის ტრანსფერი არ განიხილება.
შეგახსენებთ, რომ დე იონგი ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია – ნახევარმცველი წელიწადში 40 მილიონ ევროს იღებს.