ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა უარყო კლუბის დაინტერესება „ლევერკუზენის“ ნახევარმცველის კაი ჰავერცის მიმართ.
„ჩელსი“ არ აცხადებს პრეტენზიას „ლევერკუზენის“ მოთამაშის კაი ჰავერცის მიმართ. გასაგებია, რომ ის ტოპ-ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კონტრაქტზე“, – განაცხადა ლემპარდმა „გარდიანთან“ კომენტარში.
ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ „ლევერკუზენს“ 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს მიღება სურს. გერმანელი ფეხბურთელით ინტერესდებიან „რეალი“, „ბაიერნი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.
ამ სეზონში ჰავერცმა 40 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ მომავალი სეზონისთვის „ლაიპციგიდან“ ფორვარდი ტიმო ვერნერი შეიძინა.