ფრენკ ლამპარდი - პულიშიჩს ისეთივე მონაცემები აქვს, როგორიც სტერლინგს, მანეს ან სალაჰს
„ჩელსის“ მთავარმა მწვრთელმა ფრენკ ლამპარდმა მოსაზრება გამოთქვა გუნდის 21 წლის ნახევამრცველ კრისტიან პულიშიჩის შესახებ.
„ვფიქრობ, პულიშიჩს მართლა შეიძლია გახდეს დიდი ფეხბურთელი. გერმანიაში მან ძალიან ახალგაზრდა ასაკში გამოიჩინა თავი და „ჩელსიში“ გადმოსვლით დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. რა თქმა უნდა, მოლოდინებიც იზრდება, მაგრამ მისი ასაკიც უნდა გავითვალისწინოთ. მას ისეთივე მონაცემები აქვს, როგორიც რაჰიმ სტერლინგს, მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეს. ეს თავადაც მშვენივრად იცის და ესმის, რომ მათ დონემდე მისაღწევად ბევრი მუშაობა სჭირდება“, – მოჰყავს ლამპარდის სიტყვები „სკაი სპორტს“.
კრისტიან პულიშიჩი ამერიკელია და ფეხბურთის თამაში სწორედ შეერთებულ შტატებში დაიწყო. 17 წლის ასაკში ის დორტმუნდის „ბორუსიაში“ ჩაირიცხა, რომლის ძირითად გუნდში 2016-19 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა.