ფრენბურთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული „ტრენტინო“ გახდა
პოლონეთში დასრულდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ფრენბურთში. რიგით მე-14 გათამაშებაში მსოფლიოს 5 კონტინენტალური ფედერაციის 8 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა. საკლუბო ჩემპიონატის პირველი 8 გათამაშება იტალიურმა კლუბებმა მოიგეს.
ამჯერადაც შეჯიბრი იტალიური კლუბების დომინაციით წარიმართა. ფინალში თამაშის უფლება „ტრენტინომ“ და„ჩივიტანოვამ“ მოიპოვეს. ტრენტინომ 3:1 მოიგო და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ტრენტინოს ამერიკელი ფრენბურთელი აარონ რასელი აღიარეს.