ფრენბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ვერცხლის ლიგაზე ფარერები დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ვერცხლის ლიგის ჩემპიონატზე ასპარეზობს.
ჩვენმა გუნდმა ტურნირის პირველივე შეხვედრაში ფარერის კუნძულების ნაკრები 3:0 დაამარცხა.
საქართველო დღეს შეჯიბრების მეორე მატჩში მასპინძელ მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჩვენი გოგონები მომდევნო თამაშებს ლატვიასა და საქართველოში ჩაატარებენ.
საქართველოს მეტოქეები ლატვია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლუქსემბურგი და ისლანდია იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ისლანდიასა და ლუქსემბურგთან შეხვედრებს 31 მაისსა და 2 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლე უმასპინძლებს.
ვერცხლის ლიგის ტურნირი 16 მაისს დაიწყო და მასში მონაწილეობას 10 ქვეყანა – საქართველო, ფინეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, ლატვია, ფარერის კუნძულები, უნგრეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იღებენ.
ფინალური ეტაპი 13-16 ივნისს გაიმართება.