ფრენბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრები ვერცხლის ლიგაზე ლატვიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ფრენბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრები ვერცხლის ლიგაზე ლატვიასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ვერცხლის ლიგის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს.

ჩვენი გუნდი ტურნირის მასპინძელ ლატვიასთან 0:3 (23-25; 14-25; 14-25) დამარცხდა. ქართველ ფრენბურთელებს ტურნირზე კიდევ ორი თამაში დარჩათ ჩასატარებელი. აღსანიშნავია, რომ ისლანდიასა და ლუქსემბურგთან შეხვედრებს 31 მაისსა და 2 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლე უმასპინძლებს. თამაშებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ანგარიშზე ორი მოგება და ორი წაგებაა. ჩვენმა გუნდმა ტურნირის პირველივე შეხვედრაში ფარერის კუნძულების ნაკრები დაამარცხა და ასევე სძლია ბოსნია ჰერცეგოვინას.

ვერცხლის ლიგის ტურნირი 16 მაისს დაიწყო და მასში მონაწილეობას 10 ქვეყანა იღებს.