ფრედ ვანვლიტმა „ტორონტო რეპტორსის” ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 2019-20 წლების სეზონი ამერიკელისთვის ძალიან წარმატებულად დაიწყო. ვანვლიტი მატჩში საშუალოდ 38.5 წუთს თამაშობს და კარიერის საუკეთესო სტატისიკას აფიქსირებს – საშუალოდ 17.5 ქულა, 7.6 პასი და 1.6 ჩაჭრა.
როგორც ცნობილი გახდა, კომპანია „ენდ1″ (AND1) 25 წლის გამთამაშებელთან კონტრაქტს გააფორმებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვანვლიტი კომპანიის სახე გახდება. აღნიშნული ინფორმაცია „ენდ1-ის“ ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმაც დაადასტურა.