ფრე ზაგრების „დინამოსთან“ - აზაროვმა და ლაცაბიძემ „შახტარში“ ითამაშეს, გოჩოლეიშვილმა, შესაძლოა, კლუბი დატოვოს #1TVSPORT
დონეცკის „შახტარმა“ ხორვატიაში ზაგრების „დინამოსთან“ ზედიზედ მეორედ ამხანაგური მატჩი გამართა და 2:2 დაასრულა.
უკრაინული გუნდის მწვრთნელმა, მარინო პუშიჩმა ძირითად შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი ათამაშა, მეორე ტაიმში კი მოედანზე ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძეც შეუშვა. გიორგი გოჩოლეიშვილს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
2024 წლიდან მოყოლებული გოჩოლეიშვილს „შახტარის” ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებდენ და მისთვის ახალ კლუბს ეძებდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრების მცველით გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „ჰამბურგი” ინტერესდებოდა.
მაგრამ Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მოთამაშე კარიერას, სავარაუდოდ, „კოპენჰაგენში“ გააგრძელებს – გიორგი დანიურ კლუბს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, რომელიც გამოსყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს.
გოჩოლეიშვილი „შახტარში“ 2023 წლის იანვარში ჩაირიცხა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი დონეცკელებთან ძალაში 2027 წლის 31 დეკემბრამდეა.