ფრე ყოფილ პრემიერლიგელთან - არველაძის „ჰალმა“ „ბარნლისთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ ისევ წარმატებული მატჩი ჩაატარა – ჩემპიონშიპის მე-4 ტურში ქართველი სპეციალისტის გუნდი „ბარნლის“ გასვლაზე დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა 1:1.
„ბარნლი“ გასულ სეზონში ინგლისის „პრემიერლიგაში“ თამაშობდა და ამდენად, ვენსან კომპანის გუნდი ფავორიტად ითვლებოდა „ჰალ სიტისთან“, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონშიპში მე-10 ადგილი დაიკავა.
არველაძის გუნდი პირველ ტაიმში დაწინაურდა – 25-ე წუთზე „ფენერბაჰჩედან“ გადასულმა თურქმა ლეგიონერმა ოზაფ ტუფანმა გაიტანა. მაგრამ 34-ე წუთზე წონასწორობა „ბარნლის“ გამოცდილმა თავდამსხმელმა, ინგლისის ნაკრებში ნათამაშებმა ჯეი როდრიგესმა გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
4 ტურის შემდეგ, „ჰალ სიტი“ ჩემპიონშიპში დაუმარცხებელია და 8 ქულით მე-2 ადგილზეა – შოთა არველაძის გუნდი დასვენებას ვერც მოასწრებს, შემდეგ მატჩს 20 აგვისტოს „ვესტ ბრომვიჩთანაც“ სტუმრად გამართავს.