ფრე წყალტუბოში - „ტორპედო“ და „დილა“ დაზავდნენ
ფრე წყალტუბოში - „ტორპედო“ და „დილა“ დაზავდნენ
ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა. წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართული ამ მატჩით დასრულდა ეროვნული ლიგაში 34-ე ტური, რომელმაც სატურნირო ცხრილის ლაბირინთში კიდევ უფრო დიდი გაურკვევლობა შეიტანა.
 
ეს გუნდები ორი ტურის წინ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შანსს ინარჩუნებდნენ, ახლა კი ლიგაში ადგილის პლეი-ოფის გარეშე შესანარჩუნებლად მხოლოდ მოგება აწყობდათ.
შეხვედრაში, რომელიც დაძაბულად წარიმართა, ანგარიში 21-ე წუთზე ქუთაისელებმა გახსნეს. რაფაელ ჩუკვურას გადაცემით „დილას“ კარი თორნიკე კაპანაძემ აიღო – 1:0. გორელებმა საპასუხო გოლი მეორე ნახევრის მიწურულს გაიტანეს – 81-ე წუთზე, „ტორპედოს“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ალეფ სანტოსმა გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, რომელიც არც ერთ გუნდს არ აწყობდა – 1:1.
ქუთაისის „ტორპედომ“ 41 ქულა დააგროვა, მეექვსეადგილოსან „დილას“ (42) ვერ გადაასწრო და ისევ მეშვიდე ადგილზეა. ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ორივე გუნდს დარჩენილ ორ შეხვედრაში ერთი მოგება მაინც სჭირდება.