ფრე წყალტუბოში - „შუქურამ“ საქმე გაირთულა #1TVSPORT
ფრე წყალტუბოში - „შუქურამ“ საქმე გაირთულა #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურა“, რომელიც ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, წყალტუბოს „26 მაისი – არენაზე“ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში „სამგურალს“ ესტუმრა.

მიმდინარე სეზონში „სამგურალისა“ და „შუქურას“ სამ მატჩში 3 გოლი გავიდა. მეოთხეში რეალური საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ შანსებით ვერც ერთმა ისარგებლა – 0:0.

ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა „შუქურამ“ საქმე გაირთულა, რადგან 32 ტურის შემდეგ 27 ქულით ბოლოადგილოსან „სამტრედიას“ 7 ქულით უსწრებს, მაგრამ მის კონკურენტს თამაში მარაგში აქვს და სხვაობის შემცირების შანსი გაუჩნდა. „სამგურალი“ 37 ქულით მე-6 ადგილზეა.

ეს გუნდები ერთმანეთს მალე კიდევ დაუპირისპირდებიან. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/2-ფინალში, 24 ნოემბერს, „შუქურა“ „სამგურალს“ ქობულეთის „ჩელე-არენაზე“ უმასპინძლებს.