ფრე უზბეკურ კლუბთან - „დილამ“ თურქული შეკრება დაასრულა #1TVSPORT
ფრე უზბეკურ კლუბთან - „დილამ“ თურქული შეკრება დაასრულა #1TVSPORT

გორის „დილამ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა – ანდრეი დემჩენკოს გუნდი უზბეკეთის სუპერლიგის ბერაბადის „მეტალურგს“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ დაასრულა – 0:0.

დილა (სასტარტო): ბულისკერია, ვანდერსონ სილვა, ჭიჭინაძე, ჩიტეიშვილი, ამოს ნონდი, სანტოსი, გაგნიძე, მოსიაშვილი, ივანიაძე, ღუდუშაური, კაპანაძე.

სათადარიგოები: ფულაძე, ასათიანი, კობერიძე, ძოწენიძე, მამულაშვილი, გეგელაშვილი, გაფრინდაშვილი, ლომთაძე, ალვარო ტავარეში, დრამე.

ამ მატჩით დასრულდა „დილას“ შეკრება – თურქეთში გუნდმა 4 მატჩი გამართა, 2 ფრედ დაასრულა და ორიც წააგო. გუნდი საქართველოში 17 თებერვალს დაბრუნდება და ეროვნული ლიგის სტარტისთვის გორში მოემზადება. პირველი ტურის მატჩს გუნდი 26 თებერვალს, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ „გაგრასთან“ გამართავს.