გორის „დილა“ თურქულ შეკრებაზე უკრაინულ გუნდს, პეტროვოს „ინჰულეცს“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა.
ანგარიში სტუმრებმა პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს. „დილას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მაქსიმ კოვალევმა ზუსტად შეასრულა. გორელებმა მეორე ტაიმის სტარტზე ანგარიში გათანაბრეს. უკრაინელმა მოთამაშემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა.
„დილა“: ჩიკაშუა, ჩიტეიშვილი, თევზაძე, ძოწენიძე, ვანდერსონ სილვა, ალეფი, ვიქტორი, ვლადიმირ ფრატეა, გომისი, ფარულავა, ცეცხლაძე
ამ მატჩით „დილამ“ თურქული შეკრება დაასრულა. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა 4 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა – „ინჰულეცამდე“ „დილა“ დამარცხდა უზბეკურ „ნაზაფთან“ (0:2), უზბეკეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან (1:2) და უკრაინულ „ოლესანდრიასთან“ (1:4).
ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის დაწყებამდე კვირაზე ნაკლები დარჩა. უმაღლესი ლიგა 25 თებერვალს დაიწყება. შაბათს, 25 თებერვალს „დილა“ გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.