ფრე უკრაინის პრემიერლიგის ლიდერთან - „დინამომ“ თურქეთში პირველი ტესტ-მატჩი გამართა #1TVSPORT
თურქულ შეკრებაზე „დინამო თბილისმა“ პირველი საკონტროლო მატჩი უკრაინის პრემიერ ლიგის ლიდერთან, „დნიპრო 1“-თან გამართა და 3:3 დაასრულა.
ბელეკში გამართულ სპარინგში თბილისელები პირველსავე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. გოლები მოისწრაფიშვილმა და კირკიტაძემ გაიტანეს, მაგრამ შემდეგ უკრაინელებმა თამაშის შემოატრიალება მოახერხეს. მათ ჯერ ანგარიში გათანაბრეს, ხოლო 41-ე წუთზე რუბჩინსკის გოლით წინაც გავიდნენ. თუმცა, თბილისელებმა შეძლეს და 74-ე წუთზე მექვაბიშვილმა ანგარიში ისევ გაათანაბრა.
საბოლოოდ, საკონტროლო მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა და თამაში 3;3 დასრულდა.
დნიპრო -1 – დინამო თბილისი 3:3
გოლები: მოისწრაფიშვილი (3), კირკიტაძე (9), დოვბიკი (35), პოდლეპენეცი (39), რუბჩინსკი (41), მექვაბიშვილი (74).
გაფრთხილებები: ბაბენკო (26), უგრეხელიძე (36), კლიმენჩუკი (71).
გაძევება: ტანკოვსკი (77)