ფრე „თელ ავივ ჰითსთან“ - „შავი ლომი“ ორი ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა #1TVSPORT
რაგბი ევროპის სუპერთასზე პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ისრაელის გუნდს – „თელ ავივ ჰითს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ დაასრულა – 25:25.
მატჩის პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ და აკაკი ტაბუცაძის ლელოს წყალობით 7 ქულით წინ ვიყავით. მიუხედავად ამისა, მეტოქემ მაინც მოახერხა უპირატესობის მოპოვება და შესვენებამდე 4-ქულიანი სხვაობით ვაგებდით. მეორე ნახევარში ლელო კვლავ მივიღეთ და სხვაობა 9-ქულიანი იყო, მაგრამ ლაშა ლომიძისა და დავით აბდუშელიშვილის ლელოების შემდეგ შეხვედრა ფრედ დასრულდა.
სატურნირო ცხრილში 2 ტურის შემდეგ „შავი ლომი“ 7 ქულით პირველ ადგილს იკავებს. 1 კვირაში, 25 სექტემბერს ქართული ფრენჩაიზი „რუმინულ ვულვზს“ დაუპირისპირდება, რომელიც 5 ქულით მე-3 ადგილზეა. 6 ქულა აქვს მეორე ადგილზე მყოფ „თელ ავივ ჰითს“, ხოლო ბოლო ადგილზე უქულოდ კიდევ ერთი ქართული გუნდი „ბათუმია“.