ფრე „თამაზ სტეფანია არენაზე“ - „სიონმა“ „ტორპედოსთან“ ქულები გაიყო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მე-8 ტური დაიწყო. პირველი შეხვედრა ბოლნისში გაიმართა – „თამაზ სტეფანია – არენაზე“ „სიონმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.
„სიონმა“ თამაში კარგად დაიწყო და მე-9 წუთზე დაწინაურდა, გოლი ძმების კარგი თამაშს შედეგად გავიდა. ლუკა ხორხელმა მცველს ბურთი წაართვა და შეტევა ნიკა ხორხელს გაუგრძელა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა.
„ტორპედო“ გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდა და ტაიმის მიწურულს წონასწორობა აღადგინა – აკაკი შულაიას ჩაწოდებული ბურთზე ფეხის მირტყმას ირაკლი ბუღრიძე აპირებდა, მასპინძელთა მცველმა, ვარლამ კილასონიამ კი მოგერიება სცადა და საკუთარ კარში ჩაჭრა – 1:1.
მეორე ტაიმში ორივე გუნდი უტევდა, თამაში სანახაობრივი გამოდგა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს – 1:1. 8 ტურის შემდეგ „ტორპედო“ 11 ქულით მე-4 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო ბოლნისის „სიონი“ 6 ქულით ისევ მე-9 პოზიციაზე დარჩა.