სანაკრებო პაუზა ეროვნული ლიგის გუნდებმა აქტიურად გამოიყენეს და ხანმოკლე შეკრებების ორგანიზებასთან ერთად, საკონტროლო მატჩები გამართეს.
წყალტუბოს „სამგურალი“ საკუთარ ბაზაზე თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩისთვის ემზადება, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ, 10 ივნისს წყალტუბოში გაიმართება.
მანამდე სოსო ფრუიძის გუნდი 3 ივნისს „სამტრედიას“ თბილისში ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა. წყალტუბოელებიდან გოლი ირაკლი ლექვთაძემ გაიტანა. გუნდს ვერ ეხმარებოდა სერგი კუხიანიძე, რომელიც ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული და სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
მე-16 ტურის შეხვედრას „სამგურალი“ „ლოკომოტივთან“ 10 ივნისს საკუთარ სტადიონზე, „26 მაისი – არენაზე“ გამართავს.