ფრე სომხებთან ერევანში – ხიზანიშვილმა და 15-წლამდელებმა დაიწყეს

19:52, 16.03.2019

საქართველოს 15-წლამდე ნაკრები ერევნიდან გამოემგზავრა, სადაც მასპინძლებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-5 წუთზე გახსნეს. საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა 29-ე წუთზე გიორგი გოჩიაშვილის გოლით აღადგინა, ხოლო 72-ე წუთზე გიორგი პირტახიამ საქართველო დაააწინაურა. მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე სომხეთმა ანგარიში მაინც გაათანაბრა და შეხვედრა ასეც დასრულდა 2:2.

ეს 15-წლამდელთა პირველი შეკრება იყო – ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ხიზანიშვილმა სომხეთში 20 ფეხბურთელი გამოსცადა და წლის განმავლობაშ კიდევ რამდნეიემ შეხვედრას გამართავს. საბოლოოდ, ამ გუნდის ბაზაზე 17-წლამდელთა ნაკრები ჩამოყალიბდება.

მსგავსი