ფრე „სალერნიტანასთან“ - ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ში „სალერნიტანას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. გამარჯვების შემთხვევაში „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონობას ისტორიაში მესამედ მოიპოვებდა, თუმცა საჩემპიონო ზეიმი გადაიდო.
პირველ ტაიმში მასპინძლებმა მეტოქის დაცვას ვერაფერი მოუხერხეს და შესვენებაზე გუნდები 0:0-ზე გავიდნენ. 62-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ მატიას ოლივერამ „სალერნიტანას“ გაუტანა და „ნაპოლი“ დააწინაურა.
მაგრამ 64-ე წუთზე „სალერნიტანას“ სენეგალელმა თავდამსხმელმა ბულაიე დიამ საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა, ვიქტორ ოსიმენს ეფექტურად გასცდა, ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
32 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 79 ქულა დააგროვა, კონკურენტ „ლაციოსთან“ (61 ქულა) უპირატესობა გაზარდა და იტალიის ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვებაღა აშორებს. ნეაპოლელები მომდევნო მატჩს 4 მაისს სტუმრად „უდინეზესთან“ გამართავენ. მეორეადგილოსანი „ლაციო“ „სასუოლოს“ უმასპინძლებს.