ზედიზედ მეათე ტურია, „სამტრედია“ თამაშს ვერ იგებს. ასე მოხდა ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-11 ტურშიც, როდესაც იმერული კლუბი „მიხეილ მესხი 2“-ზე ბოლნისის „სიონს“ ესტუმრა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
21-ე წუთზე ანგარიში ალექსანდრე კოშკაძის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ სტუმართა კარი სანდრო გურეშიძემ აიღო 1:0. „სამტრედიამ’ წონასწორობა 8 წუთში აღადგინა: მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა, პენალტი კი გიორგი ერისთავმა გოლად აქცია 1:1.
78-ე წუთზე, სტუმართა მცველი გივი ქარქუზაშვილი “სიონის” შეტევისას საჯარიმოში ბურთს ხელით გადაეფარა – ბოლნისელები პენალტს ითხოვდნენ. მაგრამ მთავარმა არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა წესის დარღვევა არ დააფიქისრა.- ბოლნისელთა უკმაყოფილება გამოხატეს და კიდევ ერთხელ დაისაჯნენ – ამის გამო, არბიტრმა ალეკო კოშკაძე გააძევა, რომელიც ამ დროისთვის შეცვლილი იყო და სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა და გუნდები სატურნირო ცხრილში 8-8 ქულით მერვე-მეცხრე ადგილებს ინაწილებენ.