თურქულ შეკრებაზე ქუთაისის „ტორპედომ“ პირველ ამხანაგური შეხვედრა სოფიის ცსკა 1948-სთან გამართა და მატჩი ფრედ 0:0 დაასრულა.
ბულგარეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან დაპირისპირებაში (რომელმაც მანამდე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის როსტოკის „ჰანზა“ 2-1 დაამარცხა) საგოლე შანსები ქუთაისელებსაც ჰქონდათ და ბულგარელებსაც, მაგრამ საბოლოოდ მატჩი უგოლოდ დასრულდა – 0:0.
საქართველოს თასის გამარჯვებული ბულგარულ გუნდს შემდეგი შემადგენლობით დაუპირისპირდა:
„ტორპედო“: კვასხვაძე, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, ელბაქიძე, ქიმაძე, გიგაური, კუხიანიძე, მანჯგალაძე, არაბიძე, ახვლედიანი, ბუღრიძე
ქუთაისის „ტორპედო“ მეორე ამხანაგურ მატჩს 22 იანვარს გამართავს, სულ კი შეკრებაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ოთხი საკონტროლო შეხვედრა დაგეგმა.