საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მონტენეგროს ესტუმრა და ამხანაგური მატჩი ფრედ ითამაშა – 0:0.
ამით საქართველოს 20-წლამდელთა გუნდმა ხანმოკლე შეკრება დაასრულა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბალკანელებთან თავის გამოჩენის შანსი ყველა ფეხბურთელს მისცა. მომენტები ორივე გუნდს შეექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერცერთმა მოახერხა.
საქართველოს U20: ჩოჩიშვილი, ძოწენიძე, ბურჯანაძე, ფურცელაძე, კერელეიშვილი, გაბიტაშვილი, ვარძელაშვილი, დარცმელია, მუსელიანი, ივანიაძე, შეყილაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: სანიკიძე, ბუიღლიშვილი, ტაბატაძე, შეწირული, ნიკოლაშვილი, კიტეიშვილი, ბაბუნაძე.