ფრე ლიდერების დაპირისპირებაში - „სამგურალი“ ბათუმის „დინამოს“ დაუზავდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში ლიდერების შეხვედრა გაიმართა. „სამგურალისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველოს ჩემპიონატის ლიდერების დაპირისპირებაში ანგარიში წყალტუბოელებმა მე-11 წუთზე გახსნეს. „სამგურალის“ საუკეთესო ბომბარდირმა, გიორგი ნიქაბაძემ მასპინძლები დააწინაურა.
ბათუმელებმა წონასწორობა შესვენებამდე აღადგინეს. „დინამოს“ კაპიტანის, მამუკა კობახიძის წაქცევისთვის „სამგურალის“ კარში 32-ე წუთზე პენალტი დაინიშნა, რომელიც ლადო მამუჩაშვილმა უნაკლოდ შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმის ბოლო წუთები განსაკუთრებთ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდმა რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მეკარეებმა შესანიშნავად ითამაშეს და ანგარიში აღარ შეცვლილა.
ორივე გუნდმა ამ ტურის შემდეგ 32-32 ქულა დააგროვა, მაგრამ ბათუმის „დინამო“ წყალტუბოს „სამგურალს“ დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს და ლიდერობას ინარჩუნებს.