თურქულ შეკრებაზე წყალტუბოს „სამგურალმა“ ბოლო ამხანაგური მატჩი უკრაინული „კოლოსის“ წინააღმდეგ გამართა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
ამხანაგური სტატუსის მიუხედავად, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მომენტები ორივე კართან შეიქმნა. პირველ ტაიმში „სამგურალი“ უკეთ გამოიყურებოდა და ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ ირაკლი რუხაძემ, ალექსანდრე ვერულიძემ და ილია ახვლედიანმა შანსებით ვერ ისარგებლეს.
მეორე ტაიმში ვერულიძეს კიდევ მიეცა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მეორე ნახევარში უკრაინელებმა ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს და „სამგურალი“ მეკარე ლევან შოვნაძემ გადაარჩინა.
კოლოსი – სამგურალი 0:0
სამგურალი: შოვნაძე, შ.ბურჯანაძე, მაისაშვილი, პატარკაციშვილი, კიკაბიძე, ტურე, ჯეფინიო, კალანდარიშვილი, ახვლედიანი, ვერულიძე, რუხაძე
მეორე ტაიმში შევიდნენ: თევზაძე, დოლიძე, დევდარიანი, ქურდაძე, სიმდიანკინი, გავაშელიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე