ეროვნული ლიგაში მეორე წრე დაიწყო. პირველად „თელავმა“ და თბილისის „დინამომ“ ითამაშეს და შეხვედრა ფრედ დაასრულეს.
თელავის „კავკასიონი არენაზე“ გამართულ მატჩში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში უპირატესობას თელაველები დაეუფლნენ, მოქმედ ჩემპიონს აქტიურად შეუტიეს და საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ, ეს სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრა 0:0 დასრულდა.
10 ტურის შემდეგ „დინამომ“ 19 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი შეინარჩუნა. თუმცა, მდევრებს, ბათუმის „დინამოს“ (17), გორის „დილას“ (16) და „საბურთალოს“ (16), რომლებსაც თამაში აქვთ ჩასატარებელი, დაწევის საშუალება დაუტოვა. „თელავი“ კი 13 ქულით მეხუთე ადგილზეა, მაგრამ მოგების შემთხვევაში მას „ლოკომოტივი“ (12) გადაასწრებს.