ფრე ევროპის ტოპ-გუნდთან - საქართველოს ფუტსალის ნაკრები სერბეთს მეორედაც დაუპირისპირდება #1TVSPORT
ფრე ევროპის ტოპ-გუნდთან - საქართველოს ფუტსალის ნაკრები სერბეთს მეორედაც დაუპირისპირდება #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სერბეთის ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

ჩვენს გუნდს ოთხი გამოკვეთილი ლიდერი აკლდა – ტრავმირებული ბინიო, სიმი საიოტი და ვახტანგ ჯვარაშვილი, რომლებიც რეაბილიტაციას ასრულებენ. სერბეთთან შეხვედრებს ასევე მეკარე ზვიად კუპატაძე გამოტოვებს.

ამის მიუხედავად, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდთან ჩვენმა ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო და მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა. რონინიოს გადაცემით ელისანდრომ ისარგებლა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა 1:0.

სერბებმა მეორე ნახევარში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. 30-ე წუთზე, ნინოსლავ ალეკსიჩის გადაცემის შემდეგ ჩვენი გუნდის კარი დენის რამიჩმა აიღიო და ავთანდილ ასათიანის გუნდი საბოლოოდ ევროპის ერთ-ერთ ტოპ-ნაკრებს დაიზავდა 1:1.


საქართველო – სერბეთი 1:1


გოლები: 1:0 ელისანდრო (15), 1:1 რამიჩი (30)

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

საქართველო: თორნიკე ბუკია, რონინიო, თალესი, ელისანდრო, ბრუნო პეტრი ბრანკო

სათადარიგოები: ალექსანდრე ჯამბურია, შოთა თოფურია, გიორგი ქურდაძე, ირაკლი თოდუა, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ კეკელია, გიორგი ღავთაძე, არჩილ სებისკვერაძე, ნიკოლოზ კურტანიძე

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში კიდევ სამ ამხანაგურ თამაშს გამართავს – 18 დეკემბერს სერბეთს მეორედ შეხვდება, ხოლო 21-22 დეკემბერს ყირგიზეთის წინააღმდეგ ითამაშებს.