თბილისის „იბერია“ ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთ აუტსაიდერს, „გაგრას“ დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე გატანილი გოლით თამაში გადარჩინა – 1:1.
26-ე ტურის შეხვედრა, რომელიც „დავით პერიაშვილი არენაზე“ გაიმართა, უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ, მაგრამ „გაგრა“ დაცვაში საიმედოდ თამაშობდა და მე-5 წუთზე სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაასრულა – თავი გიორგი ხარებაშვილმა გამოიჩინა.
ამის შემდეგ „იბერია“ ბოლო წამამდე დიდი ძალებით უტევდა და თამაშის გადარჩენას ცდილობდა, რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ „ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 90+7-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძის გოლით მოახერხა.
„იბერიამ“ 26 ტურის შემდეგ გორის „დილასთან“ (51) და ქუთაისის „ტორპედოსთან“ (51) დაწევის შანსი ხელიდან გაუშვა და 49 ქულით მე-3 პოზიციაზე დარჩა, „გაგრამ“ (25) კი აუტსაიდერთა ზონის გუნდებს მინიმალური სხვაობით გადაასწრო, ხოლო მე-7 ადგილოსან ფოთის „კოლხეთს“ (ამ ადგილით ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს) 3 ქულით ჩამორჩება.