ფრე და წაგება თურქებთან - 17-წლამდე ნაკრები სპარინგში დამარცხდა #1TVSPORT
ფრე და წაგება თურქებთან - 17-წლამდე ნაკრები სპარინგში დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის აკადემიის სტადიონზე თურქეთის ასაკობრივ გუნდს მეორე შეხვედრაში უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

პირველ დაპირისპირებას, რომელიც ასევე რუსთავის აკადემიაში გაიმართა, საქართველოს ნაკრები ნიკოლოზ ბედიანიშვილისა და დავით ქელდიშვილის გოლებით 2:1-ს იგებდა, მაგრამ 66-ე წუთზე, მატჩის მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებით, უამინდობის (ძლიერი წვიმა და ქარი) გამო შეხვედრა შეწყდა.

მეორე მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ თურქეთის 17-წლამდე ნაკრებმა გაცილებით უკეთ ითამაშა – 46-ე წუთზე ანგარიში ბერკ კიზილდემირმა გახსნა, ხოლო ემრე გიოკაიმ (62, 83) დუბლი შეასრულა და სტუმრებმა 0:3 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილი საქართველოს ვაჟთა 17-წლამდელი ნაკრები ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადება.