ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა „სამტრედიამ“ მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგური მატჩი „თელავთან“ გამართა და ფრედ 2:2 დასრულა.
„სამტრედიიდან“ გოლები დავით უბილავამ და ვარლამ კილასონიამ გაიტანეს, ხოლო „თელავში“ თავი ახალწვეულმა გიორგი ილურიძემ და საბა ფირანაშვილმა გამოიჩინეს. ილურიძე „სამტრედიის“ მოთამაშე იყო და „თელავში“ სეზონის ბოლოს გადავიდა.
„სამტრედია“: ლომიძე, კორიფაძე, კამლაძე, მირცხულავა, უბილავა, ხმალაძე, ექვთიმიშვილი, კირკიტაძე, ლაღაძე, თევზაძე, ჩამბა
შეცვლაზე შევიდნენ: ბურიჩენკოვი, გვიშიანი, აბულაძე, კილასონია, ბოჭორიშვილი, ზარიძე, რობაქიძე, ინჯგია, ნაჭყებია
ეს „სამტრედიისთვის“ მოსამზადებელ ეტაპზე მეოთხე მატჩი იყო. პირველ ტესტმატჩში გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილები „დინამო თბილისი 2“-თან 3:2 დამარცხდნენ, საგარეჯოს „გარეჯს“ 3:0 მოუგეს, გორის „დილას“ კი დაუზავდნენ – 2:2.