ფრატეა „კიოლნის“ 19-წლამდელებიდან - „დილაში“ მოლდოველი ფეხბურთელი ვარჯიშობს #1TVSPORT
გორის „დილაში“ კიდევ ერთი ლეგიონერი გამოჩნდა, რომელიც გასინჯვაზეა – გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ეს მოთამაშე ვლადიმირ ფრატეაა.
სინჯებზე მყოფი მოლდოველი ფეხბურთელი 19 წლისაა. ის ცენტრალური და ფლანგის ნახევარმცველის პოზიციაზეა თამაშობს. კარიერა რუმინულ „ჯუნიორულში“ დაიწყო. 2019 წელს გერმანული „კიოლნის“ 17-წლამდელთა გუნდში გადავიდა, 19-წლამდელებშიც ითამაშა, 2022 წლის პირველი ივლისიდან კი თავისუფალი აგენტია.
19 წლის ფეხბურთელი იყო მოლდოვის 17 და 19-წლამდელთა ნაკრების წევრი. იგი, მოლდოვის გარდა, რუმინეთის მოქალაქეცაა. „ტრანსფერმარკტს“ ვლადიმირ ფრატეას ტრანსფერის პირობითი ღირებულება არ შეუფასებია.
„დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ ახალგაზრდა მოლდოველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა თურქულ შეკრებაზე უკრაინული „ინჰულეცის“ წინააღმდეგ მატჩში, რომელიც 1:1 დაასრულა.