„ფრანს პრესი“ - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშობს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ იქ შემთხვევით მოხვდა #1TVSPORT
„ფრანს პრესი“ - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშობს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ იქ შემთხვევით მოხვდა #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სადებიუტო შეხვედრას სააგენტო „ფრანს პრესი“ გამოეხმაურა.

თურქეთმა ევრო 2024-ის დებიუტანტ საქართველოსთან მძიმე ბრძოლაში მოიგო

„თურქეთმა ევრო 2024-ზე პირველი მატჩი 18 ივნისს დორტმუნდში საქართველოსთან 3:1 მოიგო და გულშემატკივართა არმია გაახარა.

19 წლის არდა გიულერს მადრიდის „რეალში“ გატარებულ პირველ სეზონზე ტრავმების გამო ბევრი არ უთამაშია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე თურქეთს მატჩის მოგებაში დაეხმარა საქართველოსთან, რომელიც დიდ საფეხბურთო ტურნირზე პირველად თამაშობს, მიუხედავად ამისა, ვერავინ იტყვის, რომ ეს ქვეყანა იქ შემთხვევით მოხვდა.

მას შემდეგ, რაც 25-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში ​გაათანაბრა, საქართველოს ნაკრები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. ქართველებმა რამდენჯერმე კარგი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ არ გაუმართლათ – ერთ ეპიზოდში ბურთი ძელსაც მოხვდა, თურქეთის ნაკრები რამდენჯერმე მეკარემ გადაარჩინა.

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში შეტევაში ბევრი ვერაფერი მოახერხა, 62-ე წუთზე კარგი შანსი მიიღო. საქართველომ ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეს დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ვერც შეცვლაზე შესულმა ზურიკო დავითაშვილმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ბოლოს შეტევაში მათი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც ჩაერთო, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო“.