ფრანგული გამოცემა „ფრანს ფუტბოლის“ რედაქციამ გააკეთა განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ აღმოჩნდა ნეიმარი „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა სიის მიღმა.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებამ დიდი გაკვირვება გამოიწვია საფეხბურთო სამყაროში. ფრანგულ გამოცემას ამაზე ლოგიკური ახსნა აქვს – ნეიმარი ძალიან ხშირად ტრავმიანობდა და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შეხვედრა გამოტოვა. აქედან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ჯილდოს კანდიდატთა შორის.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი ძალიან უკმაყოფილოა „ფრანს ფუტბოლის“ გადაწყვეტილებით.