ფრანს ფუტბოლის ახალი ნომრის ყდაზე მესისა და რონალდუს კოცნაა გამოსახული
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ფრანს ფუტბოლის (France Football) ოფიციალურ ვებგვერდზე ჟურნალის ახალი ნომრის გამოსვლა დააანონსეს.
ყოველკვირეულის გარეკანზე გამოსახულნი არიან ბარსელონასა და იუვენტუსის ფორვარდები, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, რომლებიც ტუჩებში კოცნიან ერთმანეთს. ახალი ნომერი თითქმის მთლიანად ეთმობა ამ ორი ფეხბურთელის მრავალწლიან დაპირისპირებას.
გარეკანზე გამოტანილია სათაური – მუდმივი დებატები, ხოლო ჟურნალის ტვიტერის გვერდი სთავაზობს მკითხველებს, მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთოს.
ამ თემაზე მკითხველებს საკუთარ აზრებს უზიარებენ ხრისტო სტოიჩკოვი, ჟან-პიერ პაპენი, ჯეიმი კარაგერი, არიენ რობენი, მარკო ტარდელი და ფილიპ ლამი.