„ფრანს ფუტბოლი“ - „ბაიერნი“ ფეკირში, ტოვენსა და პეპეში 145 მილიონს გადაიხდის
ცნობილია, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ მომავალი წლის ზაფხულში შემადგენლობის მნიშვნელოვან გადახალისებას აპირებს. ფრანგული გამოცემა „ფრანს ფუტბოლისთვის“ (France Football) ცნობილი გახდა გერმანელთა გეგმები.
„ბაიერნი“ მზად არის 45 მილიონ ევროდ გამოისყიდოს „მარსელის“ ნახევარმცველი ფლორიან ტოვენი, თუ მისი კლუბი ვერ გავა ჩემპიონთა ლიგაზე. არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის შემცვლელად განიხილება „ლილის“ფეხბურთელ ნიკოლას პეპეს ვარიანტი. ეს ფეხბურთელი 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ხამეს როდრიგესის „რეალში“ დაბრუნების შემთხვევაში, გერმანელებმა, შესაძლოა, შეიძინონ „ლიონის“ ნახევარმცველი ნაბილ ფეკირი.
ბუნდესლიგის 14 ტურის შემდეგ, „ბაიერნს“ მხოლოდ მესამე ადგილი უკავია გათამაშების ცხრილში და ლიდერ “დორტმუნდს” ცხრა ქულით ჩამორჩება.