ფრანგულმა გამოცემამ ორი ქართველი მორაგბე სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა #1TVSPORT
ფრანგულმა გამოცემამ Actu.fr-მა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის (TOP 14) 2022-23 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ორი ქართველი მოხვდა – დავით ნინიაშვილი („ლიონი“) და ბექა გიგაშვილი („ტულონი“).
Actu.fr-ი ქართველების თამაშზე წერს:
დავით ნინიაშვილი
„გასული სეზონის აღმოჩენა დავით ნინიაშვილი წელსაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მაგრამ ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. ნინიაშვილმა სულ რაღაც 12 თამაშში 7 ლელო დადო, რაც მის დიდ პოტენციალზე მეტყველებს. 20 წლის ქართველ მორაგბეს ნათელი მომავალი ელის. სავარაუდოდ, ის „ლიონში“კიდევ რამდენიმე სეზონს გაატარებს.
ბექა გიგაშვილი
გიგაშვილის მოედანზე შეუმჩნევლად დატოვება შეუძლებელია. ის შთამბეჭდავია შერკინებაში და ძალიან კარგად შეუძლია ბურთით თამაშიც. გამორჩეული საკლუბო სეზონის შემდეგ გიგაშვილი სექტემბერში საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასზე ითამაშებს.”
Actu.fr-ის ვერსიით Top 14-ის სეზონის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
15. ჟულიენ დუმორა („კასტრი“) ან ტომას რამოსი („ტულუზა“)
14. დავით ნინიაშვილი („ლიონი“)
13. ემილიენ გაილეტო („პო“)
12. ჯოსუა ტუისოვა („ლიონი“)
11. სანტიაგო კორდერო („ბორდო“)
10. კამილ ლოპესი („ავირონ ბაიონი“)
9. ანტუან დიუპონი („ტულუზა“)
8. ალექსანდრ რუმა („ტულუზა“)
7. რომენ ბრიატე („სტად ფრანსე“)
6. ესტებან აბადი („ბრივი“)
5. ემანუელ მიფო („ტულუზა“)
4. ტომას კეიტე („ავირონ ბაიონი“)
3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“)
2. პიერ ბურგარი („ლა როშელი“)
1. რედა ვარდი („ლა როშელი“)