ფრანგულმა გამოცემამ დავით ნინიაშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა [ვიდეო] #1TVSPORT
ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ, „მიდი ოლიმპიკმა“, საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ მოთამაშე დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის (TOP 14) მეოთხე ტურის საუკეთესო მათამაშედ (MVP) დაასახელა და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
„TOP 14-ის მეოთხე ტურში „ლიონის“ მოთამაშემ, დავით ნინიაშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და, ჩვენი გადაწყვეტილებით, ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. „კლერმონთან“ მატჩში ქართველმა მორაგბემ საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა“, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში „ლიონმა“ „კლერმონი“ 41:22 დაამარცხა ამ შეხვედრაში დავით ნინიაშვილმა ორი ლელოს დადება მოახერხა.