ფრანგულმა ფეხბურთმა ლეგენდა დაკარგა
ფრანგულმა ფეხბურთმა ლეგენდა დაკარგა

საფრანგეთში, 70 წლის ასაკში, “ნანტის” ყოფილი ნახევარცველი და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანრი მიშელი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო RFI ავრცელებს. ბოლო წლებში მიშელი კიბოთი იყო ავად.

მიშელმა ფეხბურთელის კარიერის დიდი ნაწილი “ნანტში” გაატარა. ამ გუნდში 1966-82 წლებში ითამაშა და 640 მატჩი ჩაატარა. მთავარი მწვრთნელის რანგში მან 1984 წლის ოლიმპიური თამაშები მოიგო, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე კი საფრანგეთი ნახევარფინალში გაიყვანა.