საფრანგეთის ნაკრების ორმა ლეგენდარულმა მორაგბემ სებასტიან შაბალმა და ტიერი დუსოტუარმა დაადასტურეს, რომ კორონავირუსით არიან ინფიცირებულები, – იუწყება rugbypass.com.
სებასტიან შაბალი: „როგორც ხედავთ, ჩვენ საკმაოდ კარგ ფორმაში ვართ. ვფიქრობ, რომ ვირუსი მისი გავრცელების პირველივე პერიოდში „ავიკიდე“, რადგან ბოლო ერთი კვირა სახლიდან არ გამოვსულვარ“.
ტიერი დუსოტუარი: „მე იმავე სიტუაციაში ვარ, როგორშიც სებასტიანი. 14 მარტს დამეწყო კორონავირუსის სიმპტომები. ეს ძალიან დამღლელი ორი კვირა იყო, მაგრამ მე და ჩემი ოჯახი კარგად ვართ. ახლანდელი საყოველთაო მდგომარების პირობებში, ჩვენ ჯერ გვიმართლებს“.