„პარი სენ-ჟერმენმა“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია ფორვარდ კილიან მბაპესთან კონტრაქტის გაგრძელებაზე, რომელსაც ამ ზაფხულს ეწურება ვადა, – ამტკიცებს გაზეთი Le Parisien.
გამოცემის ცნობით, მბაპეს ახალი კონტრაქტი ორწლიანი იქნება კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების პერსპექტივით.
მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის არანაირი დოკუმენტი არ გაფორმებულა, მიაჩნიათ, რომ მბაპე გააგრძელებს კონტრაქტს მას შემდეგ, რაც მიღწეულია ზეპირი შეთანხმება 23 წლის ფეხბურთელის გარემოცვასთან.
ფრანგული კლუბი მხად არის მბაპეს წელიწადში 50 მილიონი ევრო გადაუხადოს, გარდა ამისა, ბონუსის სახით ერთჯერადად მისცეს მას 100 მილიონი კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ.